Litclub.ge

ხორუმი
სად არ ვიყავ,
სად არ ვიყავ,
ამ მხარეში, იმ მხარეში,
ყველგან გზა-კვალს მინათებდა
ჩემი დიდი დედნის ეშხი.

ბუქნა-ბუქნით მოვიარე
რავალ ქვეყნის უცხო სცენა,
ჴკიაფობდა სულში მთვარედ
ჩემი ტკბილი დედაენა.

როგორ მინდა თავის მკერდზე
მივეხუტო ცხმორისს ნაზად,
დავიბადე მის ქედებზე,
მან შვილივით გამომზარდა.

ჩემს ორეულს ყველგან ვხედავ,
მაყურებელს რა რიგ იპყრობს,
ხალისისგან ასაფრენად
მერცხალივით მზად ვარ თითქოს.

ავიტაცე ქალწულებიც,
იმათ მკერდზე ლაღად ვცურავ ,
ყაბალახში და წუღებში
წრეს უვლიან ვაჟკაცურად.

ომახიან ჭიბნის ხმაზე
მაყურებლის სული ტკბება,
მოგვაგონებს ქორწილის დღეს
მაყრიონის მობრძანებას.

ბუქნა-ბუქნით მოვიარე
მრავალ ქვეყნის უცხო სცენა
მინათებდა გზა-კვალს მთვარედ
ჩემი ტკბილი დედაენა.