მამულის გრძნობა უდიადესი
აჭარის მთების სულის წილია,
დიდ წინაპართა ღვთიურ ლანდებით
ცხოვრება ჩემი გამომივლია.
დიდ წინაპართა ღვთიურ ჰანგებით
მდევდა ამბები ჩურჩულად ქარის,
ღელეღურდანთა სულთქმა – ანდერძი
იყო მამულის ხმალიც და ფარიც.
ვარ შენი მიწის გული და თვალი
გენებით, ჯიშით და ნიჭის ქროლვით,
ანდრიას ლოცვით და ნინოს ჯვარით,
დიდქართველობით – პირველად ყოვლის.
ცხოვრების ჩემის გზაბაწარებზე
მხოლოდ მამულზე ფიქრით მივლია,
ერის ტკივილით განაწამები.
სულის ვარსკვლავი არ ჩამიქრია.
გადაივლიან დარდის წვიმები,
განიხვნებიან სივრცით კარები
თბილისით – ჩემი დედაიმედით,
ბათუმით – ზღვათა მაგისტრალებით.
მნათობი იგი იბრწყინებს კვლავაც
მარადიული ნათების ნიშნად.
საივერიო – ზეციურ ვალად,
არსობის ჩემის საზრისად მითქვამს.
აჭარის მთების სულის წილია,
დიდ წინაპართა ღვთიურ ლანდებით
ცხოვრება ჩემი გამომივლია.
დიდ წინაპართა ღვთიურ ჰანგებით
მდევდა ამბები ჩურჩულად ქარის,
ღელეღურდანთა სულთქმა – ანდერძი
იყო მამულის ხმალიც და ფარიც.
ვარ შენი მიწის გული და თვალი
გენებით, ჯიშით და ნიჭის ქროლვით,
ანდრიას ლოცვით და ნინოს ჯვარით,
დიდქართველობით – პირველად ყოვლის.
ცხოვრების ჩემის გზაბაწარებზე
მხოლოდ მამულზე ფიქრით მივლია,
ერის ტკივილით განაწამები.
სულის ვარსკვლავი არ ჩამიქრია.
გადაივლიან დარდის წვიმები,
განიხვნებიან სივრცით კარები
თბილისით – ჩემი დედაიმედით,
ბათუმით – ზღვათა მაგისტრალებით.
მნათობი იგი იბრწყინებს კვლავაც
მარადიული ნათების ნიშნად.
საივერიო – ზეციურ ვალად,
არსობის ჩემის საზრისად მითქვამს.