Litclub.ge

დარბაზში იჯდა თეთრი ფერია...
ღამის კაბარე რუსულ ქალაქში –
გამოპარული ვნების ხელება...
იდგა ეროსის `მაღალ ტაძარში~
ეროტიული უსაშველობა.

ჯოჯოხეთობდა რაღაც მუსიკა,
ვიღაც საკუთარ სხეულს ლეწავდა,
ბოძს ეხვეოდა გოგო რუსი და
ბილწსიტყვაობდა ურცხვი ჱესტრადა.

გვერდით კი მეჯდა თეთრი ფერია –
მოწიფებული ნორჩის მტევნობა,
როგორც ამ ჯიშის ასაკს სჩვევია –
თავდაჭერილი მოუთმენლობა.

ღამის კაბარე – ცხელი ლამბადა,
მორცხვი ფერიას შავი თვალები,
მკერდი – სამოთხის თეთრი ლამპადა,
ავხორციულად მიუკარები.

უცებ გაყუჩდა კაბარე ურცხვი,
ვგრძნობ, მისი თრთოლა ავიყოლიე...
თეთრი ფერიას თვალების ლოცვით
ვმღეროდი რომანსს – `Очи чёрные~...

ვმღეროდი რომანსს – რუსულ ხასიათს,
რუსული სულის აელვარებას,
მოვთქვამდი რომანსს, როგორც ხვაშიადს,
როგორც ოხვრას და როგორც წვალებას.

დარბაზში იჯდა თეთრი ფერია –
მოწიფებული ნორჩის მტევნობა,
როგორც ამ ჯიშის ასაკს სჩვევია –
თავდაჭერილი მოუთმენლობა.