Litclub.ge

აქ
აქ ისე მოჰგავს კეთილი - ბოროტს,
მართალი - მტყუანს, უგნური - ჭკვიანს,
გულმოდგინება - მოუთმენლობას
და სიყვარული - მდაბიურ ტრფიალს,
მოუსვენრობა - სიმშვიდის კარავს,
მერცხლის სავანე – ასპიტის ბუდეს,
აქ ისე მოჰგავს სინათლე წკვარამს,
სიცხადე მირაჟს... და სწორი მრუდეს,
რომ ღვთიურ ნათელს ვერაფერს არგებ,
ამაო არის ჭმუნვა და შფოთი,
ისე მხურვალედ ლოცულობს ბაგე,
ვერ განასხვავებ წმინდანს და ცოდვილს...