იწყება, იწყება:
გიტარა ქვითინებს.
რიჟრაჟის თასები
იმსხვრევა, იმსხვრევა...
ვის ძალუძს შეწყვიტოს
სიმების ის რხევა?!
ამაოდ დაშვრები.
გიტარა იტირებს.
მოთქმას მონოტონურს
წყლის ზარს შეადარებ.
სხვაგვარად არ ითქმის.
ან თითქოს ქვითინად
თოვლიან ველებზე
ქარი ქრის, ქარი ქრის.
შეუძლებელია მისი გაჩუმება
მშობელი შორეთი ეაბრეშუმება:
სამხრეთი და ცხელი ქვიშა სამხრეთული,
ამაოდ გგონია, ცრემლია დაელია:
ტირის, ენატრება თეთრი კამელია,
მიზანი, რომელსაც ვერ მიწვდა ისარი,
ანდა მკვდარი ჩიტი, რტოზე გარჩენილი.
გიტარა ტირის და, არც სხვები მღერიან:
ხუთი სატევარი გულზე დაჰღერია.