Litclub.ge

რითმა
ვინც რითმებს კითხულობს ცალკე, იმან არ იცის რა არის ლექსი. ლექსი ისეთივე ორგანიზმია... 
რითმა არ არის ლექსში მთავარი, მაგრამ რითმის უგულველყოფა... ხანდახან პოეტური აზრის ელვარება იმდენად ძლიერია,,რომ იგი როგორც მუსიკალური ფრაზა შემოიჭრება ლექსში, რომლითაც შეიძლებაპოეტმა შეინარჩუნოს რითმის მუსიკალურობა...რითმა არ უნდა აჩერებდეს მკითხველის ყურადღებას, ე.ი. მკითხველი ლექსს არ უნდა კითხულობდეს ისე, რომ რითმა მის ყურადღებას იპყრობდეს... 
თუ პოეტურ ნაწარმოებში სხვა კომპონენტები ახალია, მაშინ რითმა არ იჭერს მთავარ ადგილს. ეს იმას ნიშნავს, რომ რითმას არ უნდა ენიჭებოდეს აზრი. მაგრამ პოეზიაში იყვნენ, არიან ისეთი პოეტებიც, რომლებსაც ახალი რამ შემოაქვთ რითმის კულტურაში. სხვადასხვა პოზიციის პოეტებმა მაიაკოვსკმა და პასტერნაკმა შექმნეს რითმის კულტურა. მაიაკოვსკიმ დიდი მნიშვნელობა მისცა რითმას... 
ქართული რითმა სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირი იყო. რუსთაველი, გურამიშვილი და ბესიკი იყვნენ რითმის ვირტუოზები. მათ ჰქონდათ ყოველგვარი რითმა. 
მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში გვაქვს მიახლოებითი რითმები, ხოლო მეორე ნახევარში ნაწილობრივ გატაცება _ ბესიკის და გურამიშვილის... რითმა იყო ერთგვარი ჩარჩო კონსტრუქციული ელემენტი ნაწარმოების. მეცხრამეტე საუკუნის მეორე პოზიაში რითმის საკითხი შეიცვალა. 
მართალია, აკაკიმ, რაფ. ერისთავმა სცადეს ზუსტი რითმები ე. ი. გარითმული სტრიქონების გარითმვა, მაგრამ ეს გამომდინარეობს ლექსის საგნის ელემენტებისაგან, მაგრამ რითმის სიზუსტე ნაწილობრივ გაიოლებული იყო, რადგან პოეტურ რითმას არ ჰქონდა დამოუკიდებელი მნიშვნელობა...როდესაც დეკადენტური ელემენტი გვაქვს ჩვენს პოეზიაში ე. ი. პოეტური ნაწარმოების ცალკე ელემენტის გამეფება, ეს მათ მიაჩნდათ პოეზიის ამოცანად. პოეტური აზრი იყო საფუძველი მხატვრული ნაწარმოებისა. 
ჯერ გრიშაშვილმა დიდი ყურადღება მიაქცია რითმას. პოეტურ ლექსებში იგი ზუსტ რითმებს ხმარობდა, შემდეგ სიმბოლოსტებმა რითმა სამკაულად არ აღიარეს...არამედ ლექსის ამოცანად დაისახეს რითმა. აქ რითმა უმრავლეს შემთხვევაში ხელოვნური იყო..ისინი ფიქრობდნენ რითმამ უნდა მიიპყროს ყურადღება.. მაგ. ეს ლექსი ეკუთვნის გაფრინდაშვილს, ამის მაგივრად ამბობდნენ: _ ამ რითმის ავტორი ეს და ეს არის და სხვა. 
ლექსი თუ კარგია მე არ გავურბი არც ტრადიციულ რითმებს, არც ზუსტ რითმებს, არც ასონანსებს და არც კონსონანსებს, ნახმარ რითმებსაც. მაგრამ თუ ლექსში რამდენიმე რითმა არ არის, არ მაინტერესებს დაყენებული რითმა, ესეც არ მიმაჩნია. მე არ გამოვდივარ ვლადიმერ მაიაკოვსკის კონცეპციიდან. მე მგონია, პოეტის იდეური და პოეტური სამყაროდან არა ერთი საინტერესო ახალი რითმა არ შეიძლება არ ამოფრინდეს. 
კარგი ლექსის წერა არ არის საკმარისი, საჭიროა ცოცოხალი ლექსის წერა და ამავე დიდი სამყაროს შემცვლელი წერა, ეროვნების ცოდნა.