Litclub.ge

გედი და გველი
კამკამა, ცისფერ ტბაზე რომ მოოქროვილი, ქუნქულა ღრუბლებიდან ქათქათა თეთრი გედი დაეშვა, ნაპირზე გაწოლილმა ბებერმა გველმა მარტო თავი ლი არ წამოსწია, მთელი ტანით წამოიმართა, აყელყელავდა და შესძახა:

_ რა სიხარულია, რა ბედლიერებაა! _ და ისევ აიწია, მთლად კუდზე დადგა. გაოცებულმა გედმა კისერი მოიღერა:

_ შენ ზეამბობენ, ბრძენიაო.

_ მერედა, სიბრიყვე, ან უვიცობა რა შემამჩნიე?

_ ისე ყელყელაობ და მაღლ-მაღლაიწევ, თითქოს გაფრენას აპირებდე!

_ არა, _იუარა ბრძენმა _ არც ისე უგუნური ვარ, არ ვიცოდე, რომ ვერასოდეს გავფრინდები, მაგრამ იმის ჭკუა_გონება კი მაქვს, ვინც ასე მშვენიერია და ასე თვალწარმტაცადA დაფრინავს, მისი ფასი ვიცოდე და დაწოლილმა და მთვლემარემ არ ვუყურო. 

_ ასე დიდი ბედნიერებაა, რომ დავფრინავ?! 

_ ვისაც მშვენიერებით აღტაცება შეუძლია, ის უფრო ბედნიერია ვინემ თვითმშვენიერება!