Litclub.ge

კუ და ლოკოკინა
დაღლილ-დაქანცული კუ, როგორც იქნა, ლპკოკინას გადაეყარა და სული მოითქვა.
- ძლივს არ გიპოვე? 
- მოხარული ვარ რომ მეძებდი. რა ხანია არავის გავხსენებივარ.
- არც მე ვახსოვარ არავის და ამიტომ არიან სულელები.
- სულელები არიან და იმიტომ?!
- შენსა და ჩემს გარდა ყველანი, რაკი არ იციან ვინ უნდა ახსოვდეთ და ჭკუა ვისგან ისწავლონ.
ლოკოკინამ რქები მოწკურა.
- ვითომ, ასეთი ჭკუის კოლოფები ვართ?!
- სწორედაც სავსე ჭკუის კოლოფები!
- მოხარული ვარ, მაგრამ... ვითომ რითა ვართ ჩვენ ასე გამორჩეულნი და გონებით დაყურსული?
- იმით, რომ ჭკუა გვდის და გადაგვდის!
- საწყენად კი არ გეუბნები, მაგრამ ჭკვიანი და ბრძენიაო, ჩვენზე რომ ეთქვათ, რაღაც, არ გამიგონია.
- იმიტომ, რომ ჭკუა არ ეკითხებათ და მომხვეჭელები, მძარცველები, გაუმაძღარი მგლეჯელები არიან.
- ასეთი, რა თქმა უნდა, ბევრია, მაგრამ გონიერება და სიბრძნე კუსა და ლოკოკინასი კი არა, გველისა გამიგონია. 
- არც ისაა ბრძენთა ბრძენი. ვეძებე, სანამ შენთან წამოვიდოდი. ვეპოვე, ხვრელი და ვუძახე, მაგრამ, შინ არავინაა. იქვე ხვლიკი ბრიცავდა თვალებს და ვკითხე: ბრძენი, სად დაბრძანდებ- მეთქი? რატომ ბინაში არაა-თქო?! 
- აქ თუ არაა, მეორე ხვრელში იქნებაო. -და მიმასწავლა.
- იქ რომ არ იყოს-თქო?
- მაშინ მესამეშიო.
- გადაიარა?! ეგ თუ ბრძენია, მაშინ მე და ლოკოკინა ბრძენთა ბრძენი ვუოფილვართ! რად უნდა სამი და ოთხი ბინა. ჩვენ, მე და ლოკოკინას, თითო ოთახი დაგვაქვს, ისიც პერანგივით მორგებული და ზურგზე მოკიდებული.
ხვლიკმა ისევ დაბრიცა თვალები: 
- თქვენს გარდა ყველას ასე აქვს: ორი, სამი, ოთხი...
ამიტომა ხართ ჯოჯოები, ქვეწარმავლები-მეთქი!
რატომ ჯოჯოები და ქვეწარმავლები?! არწივი რომ არწივია, სამი-ოთხი უშველებელი ბუდე აქვთ. ხან ერთში დებს კვერცხებს, ხან მეორეში და ხანაც მესამე -მეოთხეშიო.
ის არწივით თქვენნაირი გაუმაძღარი ყოფილა! -ჩავიქნიე ხელი და შენსკენ გამოვწიე.
- ესენი ვინ არიან? ვისა აქვს მასეთი, მშვენიერი სადაფის სახლი, ან ჩემისთანა ბაკანი, მაგრამ მესამე-მეოთხეზე რომ გქონდეს, რა ვქნათ, რომელში ვიცხოვროთ, ორად გავხლიჩოთ, სამად თუ ოთხად?
- დახლეჩისა და დანაწევრებისაგან ღმერთმა დაგვიფაროს!
- ჩვენ ჩვენი სახლები გვიფარავს, მაფრამ ესენი ღმერთმა რომ დაიფაროს, ხვრელები, სოროები, ბუდეები და ბუნაგები დახლეჩთ და დაანაწევრებთ, გააორებთ და გააორგულებთ