კოდალამ, ტყეს რომ გულდაგულ უმკურნალა, დაღლილმა ბებერი ცაცხვის ფუღუროს საძრომზე დააკაკუნა.
– ვინაა, რომ მყუდროებას მირღვევს? -გაანჩხლდა ბუ. -არ იცით, რომ ბრძენი ვარ!
– ვიცი, ბრძენთა ბრძენი ხარ, მაგრამ ამდენი არაფრის მაქნისი რომ
აღმა-დაღმა დაფრთხიალობს, დაწრიალობს, უსტვენს და გარეწრობს, გამოდი და დაარიგე, ჭკუა ასწავლე, ფუღუროში ნუ იმალები.
– ვინც ჭკვიანია და სიბრძნე უნდა, ფუღუროშიც მომძებნის და ვისაც არაფრის გაგონების და გაგების უნარი არა აქვს, დღე და ღამე რომ უქადაგო და ეჩიჩინო, მაინც სულელად დარჩება! - გამოსძახა ბუმ.