წვიმა ცრის თუ იცრემლება კიპარისი?!
ცვარია თუ გარდაცვლილთა ცრემლებია?!
რა ხანია, მათი ხმები აღარ ისმის,
სული _ ზეცის, ძვლები მიწის მძევლებია.
ზოგ კიპარისს აუწვდია ცად ხელები,
ლოცულობენ და ვედრებით ირწევიან,
აივლიან, ჩაივლიან მნახველები
და სანთლები დუმილივით იწვებიან.