Litclub.ge
შემოდგომის მზე
გაეხადა ბალს სამოსი
წვიმის ცრემლით მინისლული,
იდგა სუნი საღამოსი,
სინესტის და ფოთლის სუნი.
მიჰყიოდა ქარი ღრუბლებს,
ხეივანში მზე იწოდა,
მერე _ კარი გაიხურეს _
მზე არავინ შეიცოდა
იქვე, ბაღში გამოკეტეს,
ღამე იყო _ რა იცოდა?!
1948