Litclub.ge

მოპარული საფლავი
კარგი დაუდგა ჯალათს დახლი და
ჯალათმა ბევრზე ბევრი დახვრიტა.
ეს კაცი მწყრალად იყო სამხილთან,
ამ კაცმა ვაგონები დახვრიტა.
უარყვეს წმინდა ხატი და კვართი
და მაგიები გაამაგიეს,
დღეს დიდუბეში - პაოლოს გვერდით -
წევს იგი - ტიციანის მაგიერ.