Litclub.ge

წავიდეთ
როცა შენს დალალებს ქარი შლის,
მოჰგავხარ ნესტანს და თამარქალს,
დედაშენს მოვპარავ ქალიშვილს,
თუგინდა ყაჩაღიც დამარქვან!

წაგიყვან,
გიამბობ მთებმა ვით აღმზარდეს,
გილოცებ შენ აგრე ცელქსა და ლამაზმანს.
საცოლე მომყავსო,ქორწილი ამზადეთ!–
გველეთში ვაცნობებ მამასა!
წავიდეთ ძვირფასო,
წავიდეთ ახლავე,
ვეწვიოთ სანუკვარ მთებსა და ხეობებს,
სადაც ხევსურები შესაწირს დაკლავენ
ხატისას და ლუდით ღრეობენ!

რამდენჯერ ჩაუვლი თქვენს ქუჩის შესახვევს
იქ ტოტებს მიხრიან წნორები;
დედასაც უთხარი რამე ჩემს შესახებ,
სასოძოდ თუ მოვეწონები!

მინდა სულ გეფერო,ცხრა ნაწნავიანო
უბრალო ღიმილით მწვავ ვიდრე;
წავიდეთ მთა გადავიაროთ!
წამოხვალ?
წავიდეთ!