Litclub.ge

წუხანდელი საუბარი
წუხანდელი საუბარი მაგონდება,
დაგორდება თვალზე ცრემლის წვეთი;
სწუხან მთები, მწუხრის ჟამი აქ რომ დგება,
და გროვდება სევდა უფრო მეტი.

ვესიტყვები ჩვენი ჭალის ღამეს
და მე წუხილს ჩემსავ გულში ვჩქმალავ..
ვისეტყვები, არ მაქვს სითამამე,
რამე კიდევ მესაუბრე, ქალავ!