მივჩერებივარ ცას უნებურად,
თაღებს ღრუბელთა ჯარი აწყდება,
ვთვლი ჩემს ცხოვრებას დასრულებულად,
ამ დღეს - სიცოცხლის ახალ დაწყებად.
ბრძოლის დღეებზე მკაცრი გუმანი
ჩემს წინ იმედის ცეცხლად იბნევა,
ნუ მესიტყვებით!
ვარ უჩუმარი!
საუკუნესთან მაქვს შეჯიბრება.