Litclub.ge

არაგვო
თუ მიხმო ჩემმა გვარძვალმა
არაგვო,შენს ხმას შევყვები
აღმისკე,სხვაგან არ წავალ
არც უბრად დავესიტყვები.

წამოვალ ტალღის ხმაურზე
რომ ქაფი გულზე მაწინწლო,
უბეს ტუ ვინმეს აუვსებ ,
მე შემახვედრე საწინწვრო!

და ნუ დამინდობ,მომკალი,
ყმას ხელი თუ მომეცარა....
შენს კარ-მიდამოს მომდგარი
ერთი მლოცველი მეცა ვარ..