ყინულებით დაფარულო
არწივთა საბუდარო,-
გველეთო და ბუჩუკურთავ
ხახმატო და გუდანო!
არაგვო და დათვისურავ,
წყალო,კლდეტიტ ნაწურო
ჩემო საველგუჯაუროვ,
ჩემო სამოგანძუროვ..
ბოროლავ და საქუხარავ,
არწივებო,ორბებო,
უჩემოდ და უიმედოდ
დარჩენილო სწორფერო!
ზენაჯვარო,ქვენაჯვარო
დახავსულო ნიშებო,-
სალოცავად მოსული ვარ,
იქნებ რამე მიშველოთ.
გამიხსენით ყველა კარი
თქვენი მყუდრო ტაძარის,
ისევ თქვენი ჯიშისა ვარ,
მომდგამს თქვენი გვარ-ძვალი!
სულ სხვანაირ გზას მივკვალავ
ვარ საწუთროს სხვა მგზავრი,
მყავს თავისი სალოცავი
მაქვს თავისი საგზალი!
მამულეთო,დედულეთო
კერავ,აკვნის ნარწევო,
უნდა თქვენად დარად დარჩეს
ჩემი წილი სამზეო!