Litclub.ge

მეგობრისადმი...
არ ნიშნავს ცოტას – 
დაგაბრალეს სხვების გავლენა, 
შენზე უადრეს თურმე ასე სხვებსაც სტკენიათ,
სხვებსაც უღვირიათ ნანგრევებზე
სისხლის ცრემლები
და სიყვარული ულაყივით უჭენებიათ.
სხვებსაც ჰქონიათ ღამისა და სიზმრის იმედი,
ამოღებული ხაჯალივით ლექსის იმედი,
„ნუ გათათრდები“ – ადრე სხვებსაც უკიჟიანიათ 
არ ნიშნავს ცოტას...
მე კი ვიცი, ჩემო ძმობილო,
რამ გამოგიღრღნა ეგ გულ – ტვინი,
რამ გაწრიალა,
რამ ამოგიწვა,
დაგიწურა დილის იმედი.
ვიცი ძმობილო – 
ეს –ესაა ზოოპარკიდან
ლომის ღრიალმა არღანივით ჩამოგვიარა..
ახლა 
ახლა ოდიშთან გმართებს ბოდიში,
შენს მოლოდინში დედა გათეთრდა,
მამა გათავდა.
ახლა ის ტვირთი უფრო დამძიმდა,
სულ ბიჭებზე რომ დაგკიანთებდა,
უფრო დამძიმდა.
ართლა შეჩვევა იცის თბილისმა ,
როგორც ლექსმა და როგორც ღვინის სმამ,
აქვს ყოველს თავის ჯადო თილისმა,
ადრე დანებდი.
ადრე დანებდი ბედი დინებას,
ისე ადრე, რომ აბიბინება შენივე დარდის
ვერც კი შენიშნე.
ადრე დანებდი.
ახლა ოდიშთან გმართებს ბოდიში,
შენს მოლოდინში დედა გათეთრდა,
მამა გათავდა.
ახლა ის ტვირთი უფრო დამძიმდა,
უფრო დამძიმდა.