Litclub.ge

მთვარეს კიბო აქვს
მთვარეს კიბო აქვს...
რენტგენის სურათი
ღამეში აჩვენებს მოშავო ლაქებად
მომავალს,რომელიც არ არის სულერთი,
რომელიც მოკვდავებს ანაღვლებთ ნაკლებად.

მჭვარტლიან ბუხართან აგდია მოპასანი,
გაშლილი ყვავილივით -გარე ყდით.
კარებში- ჩემი თეთრი ბოტასები,
ზაფხულის ღამეა და გარეთ კი...
ეზოა ნათელი,მთვარიანი.
ყორესთან-მეგობრების ხორხოცი.
მინდორი -ისე ნამიანი,
თითქოს მთვარეს ცრემლი მოხოცეს...

რა ვქვნა,ვიზიარებ პოეტებო,
თქვენგანაც ველოდები სამძიმარს.
ხვალ, ალბათ, მთელ სოფელს მოედება-
მოკვდა მთვარე,
რაღა აზრი აქვს,

წერო...

ვის ვუწერო სონეტები,
როგორ დავითენებ ალიონს...
კეკეოზ,მაგის დედაც ავატირე,
წამო,
ძუსის პირას დავლიოთ!!!