Litclub.ge

* * * წუთისოფელი ისეა
წუთისოფელი ისეა, -
როგორც ილია ფიქრობდა,
როგორც ფიქრობდა დანტე და
როგორც ფიქრობდა დიდრო და
როგორც ვოლტერმა,
ქრისტემ და
ფაუსტმა
განაზოგადეს,
როგორც სენეკას ესმოდა
და როგორც სწამდა სოკრატეს,
როგორც ცეცერონს მოსწონდა,
როგორც უყვარდა ფიროსმანს,
და როგორც ვარაუდობდნენ
ჩე გევარა და სპინოზა,
როგორც ჯორდანო ბრუნომ და
მოცარტმა იანგარიშეს,
როგორც სჯერა და სჯეროდა
განდის და 
განდის ქალიშვილს,
როგორც ნატრობდა სპარტაკი,
როგორც ხატავდა გოია,
როგორც ამირანს ეგონა
და როგორც პელეს ჰგონია.