Litclub.ge

მი,ლექსებით დავხურავ...
მიმი,
როცა მოვედი ცა ხატავდა მეწამულ
ფერებს,რაღაც ფუნჯით და აირია პალიტრა.
ჩამოღამდა უცებ და სამწუხაროდ ,მე წავალ.
ჩემი გამცილებელი მთვარე მზერით დამითვრა.
ქუჩას შემორჩენია ვიღაც ლოთი-ავარა,
ბნელ კუთხეში ლოდინით იღრიცება მეძავი.
და მე ხელად გასული რითმის მოსაპარავად 
მოაჯირთან ვდგავარ და ისევ მტკვარს მივეძალე.
უხარია დინებას-გადახტომას ვაპირებ,
პოეტები, რატომღაც, თავს ადვილად იკლავენ.
ჩემდათავად სიკვდილზე ფიქრის დედა ვატირე,
ოღონდ არსად წახვიდე,ოღონდ ჩემთან იყავი.
შუაღამე გადადის,ქუჩა-რკინის კარს უკან!
სიცხიანი კაცივით მუზამ წამომახურა.
შევიცვალე: 
სხვას ვამბობ,
სხვას ვმღერი და სხვას ვუკრავ...
სახლს ვაშენებ შენთვის, მიი, და ლექსებით დავხურავ!