Litclub.ge

ლურჯი მონაწტერი
ვინც წავა და ხელს დაგვიქნევს,
თავის წუთისოფელს მოჭამს,
აქეთ ქალებს დააკლდება, დააკლდება იქით ოჯახს.
ვინც დარჩება, ავანსებით ნამუსსს აღარ შეიბოჭავს,
არც ძალიან ააჩქარებს თავის სატალახოს ოჩანს.
ხმას გაყიდის - პურს იყიდის,
გახსნის ტყუილების ბოხჩას,
მაგრამ იმდენს ვერ გაბედავს,
ყალბი მონეტები მოჭრას...
შენ რა გიჭირს,
შენს ოთახში მზე შემოდის საღამოჟამს,
ხოლო ღია სარკმელიდან ლურჯი მონასტერი მოჩანს.