ერთ სოფელში ერთხელ ერთი
ბერიკაცი ცხოვრობდა,
ერთხელ ერთი ბერიკაცი ცოლმა გააბოროტა.
ერთი მაგრად გამოთვრა და
სათქმელს ჩაჰყვა ბოლომდე:
- რატომ, რატომ, რატომ, რატომ,
რატომ გამაბოროტე?..
ცოლმა უთხრა:
-კარგი ერთი, ვეღარა გცნობ ბოლო დროს,
ერთმა სიტყვამ
ასე როგორ უნდა გაგაბოროტოს?!
არ დამშვიდდა ბერიკაცი, კაფა გაუკაფავი,
ერთი სიტყვით,
ერთ სოფელში ატყდა ერთი ამბავი.
მერე უცებ გაიბუტა ბერიკაცი ღრენნია
და ოჯახში ორი ღერი სიტყვაც არ დასცდენია.
მიატოვა სამი შვილი და ოთხივე ბადიში,
ორღბეში გაეხირა, როგორც თევზი ბადეში.
ხუთი ვერსი გაიარა, გზაზე გიჟად მონათლეს,
ექვსი ოქრო უწყალობა გაუქმებულ მონასტერს.
მეშვიდე დღეს გამოვიდა მყუდრო სალოცავიდან,
რვა სანთელი წაიღო და
ცხრა მთას იქით წავიდა.
1974