Litclub.ge

* * * თვალში გეპატარავები
თვალში გეპატარავები:
აღარ მიდგას კარავები,
და თ გეპატარავები,
შეაბრუნე ჭოგრიტი.
მივდივარ და მივიმღერი,
წინ მიმიძღვის არწივი და,
თუ გინდა, რომ არ წავიდე,
შეაბრუნე ჭოგრიტი.
და თუ თავი მოგაბეზრო,
რაკი მოდაშია ბრუნო,
ერთხელ კიდევ შეაბრუნე
უხილავი ჭოგრიტი.
1985