Litclub.ge

* * * ვინ ადიდებდა „არგოსა“
ვინ ადიდებდა „არგოსა“,
ვინ - მარტინსა და მანგოსა,
ვინ აღმერთებდა მარგოსა,
ვინ მათე გაამარკოზა.
მე ვაქებ ზოდიაქოსა,
არ ვაბზრიალებ მაქოსა.
მზე პირს იბანს და მავიწყებს
ათასგვერ წიკო-მაკოსა,
მე პირს არ ვიბან:
მე ერთხელ
გალაკტიონმა მაკოცა!

2003