Litclub.ge

P.S. მინაწერი წიგნზე „უცნობი“
ტალახიან ბთინკებით - შენს უწმინდეს ტაძარში -
შემოვიჭერ, კიდევ კარგი, ამჯერადაც გადარჩი!
მაპატიე (თუმც ბოდიში აღარაა მოდაში)
შენი დაფლეთილი სულის უნებლიე მონტაჟი!
არ გაბრაზდე მოშურნეთა ლაყაფზე და ღადავზე,
არ გაჯავრდე: უფრო მეტად ფარდას აღარ გადავწევ,
და მტრებს აღარ გაგიმრავლებ: მაძღარ მოხალისეთა
მემკვიდრე და მეინახე ბევრი დადის ისედაც:
შვილიშვილებს შევუნახავ ათიოდე ნეგატივს,
ამათი დროც დადგება და გამჟღავნდება ეგ ათიც:
ოდეს შენი დიდებული ჩამავალი ჩავიდა,
ჩევნ რომ ვიცით, სწორედ იმან გამოიდო თავი და,
შენ რომ ჩემზე უკეთ იცი, ისიც გამოგვეცხადა,
როგორც შემოდგომის ყვავი -
გაზაფხულის მერცხალთან,
და გაიყო სასაფლაოს სამუდამო ხარვეზით -
რაც შენ მაშინ იცოდი და რაც ჩვენ ახლაც არ ვიცოდით.
1995