Litclub.ge
* * * შენი სახელი უნდა დავარქვა
შენი სახელი უნდა დავარქვა
ამ დიად დღეს და დიად წელიწადს,
თითქოს ავხსენი ძნელი ქარაგმა,
თითქოს უეცრად გამომეღვიძა.
ცა მიწყრება და მიწა მიწყრება,
და წყალში ვდგავარ,
როგორც ლოტოსი,
ჩემს სიხარულს და თავდავიწყებას
ზარები უნდა ქვაზიმოდოსი.
1959