მიცავს წელიწადების აბჯარი და სამოსი:
ქუთაისი - ცხრამეტი და თბილისის - სამოცი.
არავინ წამომიყენოს სარჩელი და ბრალდება:
ქუთაისის ცხრამეტი - სამოცს აღემატება.
მაქებს ლუკა ჩვენი და მაქებს მათე მათი და
უმაღლესი არ გახლავთ ჩემი მათემატიკა,
მაგრამ ფარდობითობის თეორიის თანახმად -
სიჭაბუკე-სიბერის ყველა ხიდი განაღმა.
ადრე, როცა მართობდნენ შაირი და კაფია,
გადიოდნენ დღეები, ახლა წლები გარბიან,
და მე იმ წლებს ჩამითვლის,
მხოლოდ იმ წლებს ცხოვრება,
მხოლოდ იმ წლებს, რომლებიც კარგად მემახსოვრება.
2008