თუმცა არასდროს გეშლება
წერტილის დროოზე დასმა, -
არ მოგატყუოს სიმაღლემ,
არ მოგატყუოს ტაშმა.
რაც უნდა ბევრი მოხვეტო,
ვერ შემოსწვდება თასმა,
უფრო ძნელია წაშლა და...
არ შეგიტყუოს ტაშმა.
ბევრი აჰყვა და გადაჰყვა
და ძეგლებს ამონტაჟებს,
ბევრს უტაშობავ ატყუებს...
ნუღარ დაითვლი ტაშებს.
1983