Litclub.ge

შეხვედრა
დოლს უკრავდა მედოლე, ტაშს უკრავდა მეტაშე,
შარაგზაზე შორი-შორ მივდიოდით
მე                       და                      შენ.
მზე ეყარა მიწაზე, ხეზე, ქვაზე, მეტალზე,
გზაზე ერთიმეორე დავინახეთ
მე              და              შენ.
თვალი ანგარიშობდა მიკრო-მილი-მეტრაჟებს,
უცებ ერთმანეთისკენ გავეშურეთ
მე       და       შენ.
თავის გზაზე წავიდნენ მეველე და მებაჟე
და ერთმანეთს უსიტყვოდ ჩავეკონეთ
მედაშენ.
1978