(მხიარული ექსპერიმენტი)
აჟღურტულდა, აჭღურტულდა ბ ე ღ უ რ ა ,
წამოიწყო ძველი ხასანბეგურა.
გაიხსენა ძველი ხასანბეგურა,
დაივიწყა ვალები და ბეგარა.
დაივიწყა ვალები და ბეგარა,
დაივიწყა ბაწარი და ბაგირი.
დაივიწყა ბაწარი და ბაგირი,
მოითხოვა ცხენი და უნდაგირი.
მოუყვანეს ცხენი და უნაგირი,
დაპატიჟა რამდენიმე ნადირი.
დაპატიჟა რამდენიმე ნადირი,
ლომს და მელას გაუმართა ნადიმი.
ლომს და მელას გაუმართა ნადიმი,
მოიწვია ლოტბარი და აქიმი.
აამღერა ლოტბარი და აქიმი,
აქო დო და აქო რე და აქო მი.
აქო დო და აქო რე და აქო მი,
ბანს აძლევენ იქ მელა და აქ ლომი.
ბანს აძლევენ იქ მელა და აქ ლომი
და თამამად აირჩიეს ა ქ ლ ე მ ი.
1976