Litclub.ge

დედი
გარეთ აცივდა, დადგა ზამთარი,
ცოტა ქარია, ბორგავს ალვის ხე,
შენი გრძნობებით დედი გამთბარი,
ისევე შენი გრძნიბით ავივსე.

დედი, უნდა ვაგო, მწვერვალები,
აი ასეთია ჩემი განაჩენი,
სულ მაღლა, დედა, და, მამა მეყვარებით
და მერე თანდათან, ყველა დანარჩენი.

დედი, უნდა ვწერო სტრიქონებიც,
ხედავ? ესიც შენგან მბედებია,
მეც რომ ლექსებისკენ ვილტოლვები,
რითმა, საგულეში მფეთებია.

დედი, რავი, ჩემით გაგეხაროს.
გეთქვას,- ყვავილიო, აყვავილდა,
ჩემო ფარდაც ისე დაგეფაროს,
როგორც, შემოდგომა გადავიდა.

დედი, სანთელი ჩემიც აინთო,
მადლობას გჩუქნი, ბევრსაც გაჩუქებ,
რომ დამაბედე, ჩემ თვედ, აგვისტო,
და მეთვრამეტე ციფრი მაჩუქე...