Litclub.ge

* * * სარკმელს შემოაწვა
სარკმელს შემოაწვა სიბნელე და,
გულიც ჩაიბურა ღამესავით,
მოდი აბა ერთიც მიმღერე და,
სისხლი გამიზავე საფერავით..

ეს დღეც ასე უცებ ჩამობნელდა,
მზის სხივს კვლავ სიბნელე დასწევია,
მხრებზე მოიბნიე დალალები
კლდეებს ნისლი ასე დასჩვევია.

აზრებს შეერია ალკოჰოლი,
ფიქრში კვლავ ლექსები დამითესე,
ახლა ვერა,მაგრამ ხვალე გეტყვი
უკვე, რა და როგორ დაგიწერე.

ჭიქა გადამივსე,გადაივსე,
ამით ჩემი მთების დამილიე;
გახსოვს ალბათ,ესიც დავლიე და,
მერე ხევსურულად ავირიე.

გრძნობებს აეშალა საღერღალი,
ხოდა მერანს ზურგი დავუმძიმე,
რა კარგ დაგიდგაო საფერავი,
ხევსურს ნოსტალგია გაუღვიძე.

გზიდან მამეცალეთ უგუნურნო,
ქალაქს გასაგიჟებს,გავუგიჟდი,
მთისკენ გადავმართე ფიქრები და,
თბილისს მთის არწივი გავუფრინდი..