ნატკენი და დაშაშრული ხელებით
ჩამოგიტან მე მთებიდან ყვავილებს,
მოვალ შენთან ერთი რამის ვედრებით,
მე მიჯერე, არა მარტს და აპრილებს.
ამ გულიდან ჩაიწერე ფეთქვები,
ნახე ფურცლებს ლექსად როგორ დააჩნდეს,
იქნებ მიხვდე, ახლა რაღაც ვერ ხვდები,
რომ შენია ქვეყნად რაც კი გამაჩნდეს.
მე ჩემს მთებში, ჩემს კლდეებთან დავსახლდი,
ვერც იფიქრებ, აქ ისეთი რამეა,
სულყველაფერს ვიწერდი და ვქარგავდი
აქ დღეებიც მითმობენ და, ღამეა.
ყოველ დილით, ფარდის ნაცვლად ფანჯრებთან
ღრუბლებს ვწევ, რომ გავიხედო გარეთაც,
ჭიუხვები მიდგას ეზოს კარებთან,
აბა ერთი მოიხედე აქეთაც.
აქ ხანდახან, მე და მთვარე ვსხდებით და
ვლაპარაკობთ, მოზღვისფერო თვალებზე,
ჭაჭას დავლევთ, მერე ცოტა ვთვრებით და,
ოხ რამდენჯერ გვთენებია თავებზე.
აქ არაგვი, ბობოქრობს და ამაყობს,
კლდის ძირებსაც შეულეწა კედლები,
აქ სუფრაზე თეთრი ნისლი თამადობს
და თვითონ ვართ ვარსკვლავების მჭედელნი.
პაპათ ნახად, ჟიპიტაურს დალევთ და,
წელ ზამთრისთვის რ გამოლევს, ბევრია,
-პახმელია... აო ყროლად შათენდა
ჯიხვის ხინკალს. ქვაბში ყრიდა ბებია.
პირს მოვიბან, წვიმას მისხავს ღრუბელი,
ადე ძმაო თითო კიდე დავლიოთ!
არაყია ისევ ჩვენი მკურნელი,
დალალები ფიქრად არც კი გაივლო.
ანდაც წამო! დავაღონოთ თბილისი,
ღამე ქუჩებს შევაჩვიოთ, ღრიალი,
ჭორაობდნენ, მეორე დღეს ვინ იცის,
-რა გამოდგნენ, ოხ ეს ოხერ ტიალნი.
თუ იწვიმებს, მთიდან სივრცე დავბზარეთ
თუკი ელავს, მაღლა მთებში ძეობენ,
თუ ქალაქში ცა ჭექავს და ზანზარებს,
ესე იგი... ხევსურები ღრეობენ..
ჩამოგიტან მე მთებიდან ყვავილებს,
მოვალ შენთან ერთი რამის ვედრებით,
მე მიჯერე, არა მარტს და აპრილებს.
ამ გულიდან ჩაიწერე ფეთქვები,
ნახე ფურცლებს ლექსად როგორ დააჩნდეს,
იქნებ მიხვდე, ახლა რაღაც ვერ ხვდები,
რომ შენია ქვეყნად რაც კი გამაჩნდეს.
მე ჩემს მთებში, ჩემს კლდეებთან დავსახლდი,
ვერც იფიქრებ, აქ ისეთი რამეა,
სულყველაფერს ვიწერდი და ვქარგავდი
აქ დღეებიც მითმობენ და, ღამეა.
ყოველ დილით, ფარდის ნაცვლად ფანჯრებთან
ღრუბლებს ვწევ, რომ გავიხედო გარეთაც,
ჭიუხვები მიდგას ეზოს კარებთან,
აბა ერთი მოიხედე აქეთაც.
აქ ხანდახან, მე და მთვარე ვსხდებით და
ვლაპარაკობთ, მოზღვისფერო თვალებზე,
ჭაჭას დავლევთ, მერე ცოტა ვთვრებით და,
ოხ რამდენჯერ გვთენებია თავებზე.
აქ არაგვი, ბობოქრობს და ამაყობს,
კლდის ძირებსაც შეულეწა კედლები,
აქ სუფრაზე თეთრი ნისლი თამადობს
და თვითონ ვართ ვარსკვლავების მჭედელნი.
პაპათ ნახად, ჟიპიტაურს დალევთ და,
წელ ზამთრისთვის რ გამოლევს, ბევრია,
-პახმელია... აო ყროლად შათენდა
ჯიხვის ხინკალს. ქვაბში ყრიდა ბებია.
პირს მოვიბან, წვიმას მისხავს ღრუბელი,
ადე ძმაო თითო კიდე დავლიოთ!
არაყია ისევ ჩვენი მკურნელი,
დალალები ფიქრად არც კი გაივლო.
ანდაც წამო! დავაღონოთ თბილისი,
ღამე ქუჩებს შევაჩვიოთ, ღრიალი,
ჭორაობდნენ, მეორე დღეს ვინ იცის,
-რა გამოდგნენ, ოხ ეს ოხერ ტიალნი.
თუ იწვიმებს, მთიდან სივრცე დავბზარეთ
თუკი ელავს, მაღლა მთებში ძეობენ,
თუ ქალაქში ცა ჭექავს და ზანზარებს,
ესე იგი... ხევსურები ღრეობენ..