მინდა მოვაბრუნო თანაც,
მინდა დავანახო მთავარი,
ღმერთო, გადმოხედე თამარს!
ღმერთო, დაიფარე თამარი!
ღამის ლოცვასავით თბილი
ასეთს გადაიტანს აწ რამდენს?
შენსკენ გამოუდგა ბილიკს,
ღმერთო მიაცილე ტაძრამდე...
შენც ხომ გაგიჭირდა ღმ-ერთ-კაცს
ჯვარის გოლგოთამდე ტარება?!
შენც ხომ გვერდით ვიღაც გედგა,
ღმერთო, არ მიხურო კარები!
ვიცი, ძლიერ უჭირს ზიდვა,
(იცი, არ გჭირდება ჩემი თქმა)
ღმერთო მე ამკიდე მზად ვარ
მხარზე მისი ჯვარიც შევიდგა!
შენს წინ სნეულივით ვდგავარ,
შენ ხარ კურნებაც და წამალიც,
ღმერთო, შეეწიე თამარს!
ღმერთო, დაიფარე თამარი!