მოვდივარ, ვიცი, ჩემივე ჩრდილის
არათანაბარ ნაბიჯებს ალღოს
ავუღებ, რომ არ დამჭირდეს დილის
მზე და სიზმარიც უმზეოდ გალღვეს.
ხელზე დავიხვევ მე სიზმრის ფირებს,
მძიმეს,მტკივნეულს, მწარეს, რაც არი...
და ცხადში მოვალ იმ ხრამის პირას,
გადავარდნა რომ არ დამაცალე,
ღმერთო.
არათანაბარ ნაბიჯებს ალღოს
ავუღებ, რომ არ დამჭირდეს დილის
მზე და სიზმარიც უმზეოდ გალღვეს.
ხელზე დავიხვევ მე სიზმრის ფირებს,
მძიმეს,მტკივნეულს, მწარეს, რაც არი...
და ცხადში მოვალ იმ ხრამის პირას,
გადავარდნა რომ არ დამაცალე,
ღმერთო.