სულ მაინტერესებდა, ვინ დამანათლა ეს ანგელოზის ღიმილი. მე
ხომ არასდროს მყოლია ნათლია.
ერთი რამ ზუსტად ვიცი: ამ ღიმილის დამსახურებაა სწორედ,
რომ უმანკო ვგონივარ ყველას, მიუხედავად იმისა, რომ ღამ-ღამობით
დაჩითულ ბალახზე გაშოლტილ ჩემს სხეულზე უთვალავი ნაკაწრი
დაუტოვებია ვნებამორეულ მთვარეს ლურჯი ფრჩხილებით
(და არა მხოლოდ მთვარეს…).
არაერთხელ აზიდულა ჩემი და ჭრიჭინების შერწყმული კვნესა
ღრუბლებამდე…
(ცხადია, არა მარტო ჭრიჭინების)
უმანკო ვგონივართ მიუხედავად იმის, რომ მზე,მრავალჯერ
დაუფლებია ჩემს სხეულს. შემოსულა ჩემში, მომფერებია ყველაზე
გარყვნილი ალერსით და დავუკოცნივარ ყველაზე ბილწი ამბორით
(და არა მხოლოდ მზეს)...
შემოსულა ჩემში და აუვსია ჩემი საშვილოსნო პატარა მზეებით.
მე კი, გაზაფხულის ნამიან ღამეს, აკვირტებულ ხედ ქცეულს,
არასასურველი შვილებივით მომიშორებია კვირტებად ქცეული
პატარა მზეები…
(და არა მხოლოდ მზეები)...
და ეხლა, როცა ქრისტეს ასაკს მიღწეულ “მე”-ს მუქი ღვინით
სავსე ფიალით მლოცავს ჩემი ჭარმაგი მეზობელი და ჩემით
აღფრთოვანებული ამბობს საკუთარ მხოლოდშობილზე შენნაირი
საამაყო გაზრდილიყოსო, მე სიმწრით მეცინება ზრუნველი მამის
მიერ საყვარელი ასულის უნებურ დაწყევლაზე.
და როცა მე მგონია, რომ სიმწრით ვიცინი, ვიცი, სხვები ისევ
ანგელოზის მიამიტ ღიმილს ხედავენ ჩემს ნიღაბმორგებულ სახეზე.