Litclub.ge

სათოვლისი
დღეს, უსაშველო გათოვლებით აივსო ღამე...
დალმატინელის ლეკვებს ჰგვანან ქალაქში მთები.
გუშინ, ღმერთს ვთხოვდი, თავის ნიშნით გამოვეცვალე
და პატიებად ჩემი ცოდვების –
თეთრი იმედი დაეთრთვილა უღრუბლო ციდან.
გუშინ არ თოვდა...
უღიმღამო, უღრუბლო ღამით
აქამდე როდი მოუთოვია?!
(ცაზე ვარსკვლავთა არ იყო ტევა...)
დღეს კი...დღეს... ჩუმი ფანტელებით
ვიღაც სხვას ემცნო რომ – მიეტევა.
იქნებ და...იმ სხვას – ეს შენდობა,
ეს პატიება –
ღმერთისთვის სულაც არ უთხოვია.


მე კი, ცოდვებმა ვერ მიმატოვა.
უწინდელივით ჩემით ვირჩენ
ფიქრებს ვნებიანს.
ხის ტოტებიდან ჩამოვარდნილი თეთრი ნაღმები
ახლა,ფეხებთან მიფეთქდებიან.

ვერ შეწყდა თოვა ...
...დალმატინელის ლეკვებს ჰგვანან ქალაქში გზები.