ერთხელ ხომ მაინც ვიყავით ერთად
ერთხელ ხომ მაინც ნაზად გაკოცე
ერთხელ ხომ მაინც სინაზე ფერთა
ამ ჩემს მკლავებში გადაგაცოცე
ერთხელ ხომ მაინც გინდოდა გეთქვა
ერთხელ ხომ მაინც გითქვამს ვნებიანს
რომ მე ვარ შენი სიცოცხლის ფეთქვა
რომ ასე არვინ არ გყვარებია
ერთხელ ხომ მაინც ვილაშქრეთ ცაზე
ხარკი დავადეთ მთაწმინდის მთვარეს
და არ ვფიქრობდით ჩვენ მაშინ სხვაზე
ერთხელ ერთურთი ჩვენც შევიყვარეთ
და სწორედ მაშინ ო სწორედ მაშინ
რა ტკბილი იყო წუთები მწველი
ვნებებისა და გრძნობების ქარში
ჩვენ რომ ჩავჭიდეთ ერთმანეთს ხელი
. . . . . . . . .
დილით სხივები ცამ რომ შეკონა
ჩემს ოცნებებში კვლავაც შენა ხარ
ეს ყველაფერი ცხადი მეგონა
და თურმე წუხელ სიზმრად მენახა
ერთხელ ხომ მაინც ნაზად გაკოცე
ერთხელ ხომ მაინც სინაზე ფერთა
ამ ჩემს მკლავებში გადაგაცოცე
ერთხელ ხომ მაინც გინდოდა გეთქვა
ერთხელ ხომ მაინც გითქვამს ვნებიანს
რომ მე ვარ შენი სიცოცხლის ფეთქვა
რომ ასე არვინ არ გყვარებია
ერთხელ ხომ მაინც ვილაშქრეთ ცაზე
ხარკი დავადეთ მთაწმინდის მთვარეს
და არ ვფიქრობდით ჩვენ მაშინ სხვაზე
ერთხელ ერთურთი ჩვენც შევიყვარეთ
და სწორედ მაშინ ო სწორედ მაშინ
რა ტკბილი იყო წუთები მწველი
ვნებებისა და გრძნობების ქარში
ჩვენ რომ ჩავჭიდეთ ერთმანეთს ხელი
. . . . . . . . .
დილით სხივები ცამ რომ შეკონა
ჩემს ოცნებებში კვლავაც შენა ხარ
ეს ყველაფერი ცხადი მეგონა
და თურმე წუხელ სიზმრად მენახა