Litclub.ge

თეთრი საცოლო
შაფირონებს ატარებს
ჩემი თეთრი საცოლო.
აღტავებით მადარებს
ამაყ კონკვისტადორებს,
ტრფობა როკ დავაცალო.

ნაზი როგორც მარაო,
ნაზი როგორც პეპელა,
ხშირად ამბობს – არაო,
ნეტა მანეტარაო,
თეთრად და უვნებელათ

ნორჩ ქალბატონს სწყურია
ჩემთან გასეირნება,
ვით მამიას გურია,
იგი უცცნაურია - 
დავდივართ ჯეირნებათ.

ჰყავს კოლიბრი, ფინიალ,
თუთუყუში ხნიერი;
ფრინველს დაუჟინია,
რომ მე მიყვარს კინია- 
ვიღაცა მშვენიერი.

შატრფო არ ჩამიკონებს,
მაგრამ ცეცხლი მედება.
ჩემი ლექსის სტრიქონებს
იგი ახლა იგონებს - 
და მეც მეიმედება.

კანკალებენ ჩადრებით
შეღამების ფერები;
მისთვის კოცნის კადრები,
და ჩვენც მოგვენატრება 
თეთრი ჯვარისწერები.