Litclub.ge

მხეცები და ჯ.იოკანდა ხელოვნების სასახლეში
აქ ჯიოკონდა არის მწვერვალი,
მას უსმენს მხეცთა კრებული დინჯი
და დიაკვანი გასაკვირველი
ადის და-ვინჩი.
ეს ლოცვა არის, ალბათ მეშვიდე,
ეტრფიან მხეცნი დასახულ მიზანს,
და აზიარებს თავის პეშვიდან,
მათ მონაა-ლიზა.
როს გათავდება წირვა ფარული,
დაიშლებიან მხეცები მარდათ
დარჩება ვეფხვი ლეგენდარული
და Lეონარდო.
ის ჩუმათ ხატავს თავის მადონას,
ხატავს მესამე.
იშლება ჭერი ცის კაბადონად
და უფსკრულ ღამეთ.
ზის ქალის ფეხთქვეშ ვეფხვი მდუმარე,
და სამასი წლის ღიმი ნორჩია.
თავის ამალით მოვა სტუმარი - 
ცეზარ ბორჯია.