მომიალერსა ერთხელ უფალმა,
უფლის ხელდასმა ჭაბუკს მართობდა,
მეახლა მუზა, პუანტზე მდგარი,
სტრიქონებს შორის დანავარდობდა.
ჩაპირქვავებულ ცის კაბადონზე
ვარსკვლავებს თვითონ ურჩევდა ადგილს,
გადის დღეები, თვეები, წლები,
ვერ ვრანდე სიტყვა პოეტურ მადლით.
მაშასადამე, მოკვდა პოეტი,
ჩაქრა კვესი და სულში ბნელდება,
ჩაქრა როგორაც ქრება კანდელი,
როცა ზეთისგან ცარიელდება.
უფლის ხელდასმა ჭაბუკს მართობდა,
მეახლა მუზა, პუანტზე მდგარი,
სტრიქონებს შორის დანავარდობდა.
ჩაპირქვავებულ ცის კაბადონზე
ვარსკვლავებს თვითონ ურჩევდა ადგილს,
გადის დღეები, თვეები, წლები,
ვერ ვრანდე სიტყვა პოეტურ მადლით.
მაშასადამე, მოკვდა პოეტი,
ჩაქრა კვესი და სულში ბნელდება,
ჩაქრა როგორაც ქრება კანდელი,
როცა ზეთისგან ცარიელდება.