დღეების ფერთა,
განვიცდი ფეთქვას,
ეცემა ფეხთან
ფოთოლთა ხმებით სავსე აკორდები,
უსიტყვოდ ვბერდები,
გარბიან დღეები,
მივიწყებს ღმერთიც და
ვეძახი ლექსიდან...
სამოთხე მეც მინდა!
დღეს არა...
ხვალ არა...
ზეგ მინდა!
ზეციდან ისმის პასუხი და...
მტრედიც გამიფრინდა...
მერე მაწამეს და
ჯვარზე რომ ვერ გამაკრეს,
სადღაც გადამაგდეს;
მერე ვიხოხე და მაინც ამოვედი!
გავყევი დინებას...
გავცდი გზაჯვარედინს...
მივედი უფალთან,
ცად,
იჯდა ბუხართან...
ერთხანს უსიტყვოდ და მდუმარედ მიმზერდა,
მერე მომიბრუნდა,
მზერა დამიბინდდა,
ჩუმად მიპასუხა:
-დაბრუნდი ფოთლებთან,
და მოუბოდიშე
ფეხით რომ გათელე,
იჩქარე,
იჩქარე,
ვიდრე გაწვიმდა,
მერე დაბრუნდი და
ის მთხოვე რაც გინდა...
ასე თავდახრილი
დავბრუნდი მიწაზე;
ბედნიერია,
იღვიძებს ვინც ასე,
იმედით,
რომ ზეცას შეწვდები გგონია,
ხელს იწვდი ღმერთისკენ და...
-გმადლობ უფალო,
რომ ვარ და
რომ ვცოცხლობ...
და სადღაც ღრუბლებში,
შენ ჩემთვის არსებობ...