პაწაწინა სურვილი ვარ,
შენთან მოველ მალულად,
ბროლის ჭიქის ფსკერზე ჩემი
სახე გადამალულა.
შენს ოცნებას მივეჭერი გრძნობად,
თუმცა არ გჯერა,
ნუ იღიმი,
ყავის ნალექს გავექეცი ამჯერად.
წინათგრძნობა ხშირად მხოლოდ
სასწაულებს მპირდება,
სურვილების კონას შევკრავ,
თუმცა არ მსურს დიდება.
გაზაფხულდა, სიურპრიზებს
გვიძღვნის ალბათ მაისი,
ჩამიფიქრე...
იქნებ უცებ აგისრულდე,
რა იცი?! ...