Litclub.ge

გზა
გზა, უსასრულოდ გაწელილი,
მოსახვევებით;
ლექსი მობილურში ჩაწერილი,
ცივი ხელებით;
მთები ნისლიანი,
იცავს გაფანტულ ღრუბლის ცივ გუნდებს,
წლების გასაყარზე ხელიდან ხელში,
თბილად ვიბუდებ.
ვითვლი ტირეებს,
გადაკვეთებს,
მუხრუჭებს,
წამებს,
ვითვლი დროის სვლას,
მძივად ვკინძავ დღეთა ოქტავებს,
მერე ამ დღეებს სონეტს ვარქმევ,
დავხუჭავ თვალებს,
მერე რაა,
თუკი მოვიპარავ ერთ, ან ორ ტაეპს.
ისევ ხეები,
ცივი ხელები,
მოსახვევები,
მუხრუჭის ხმები გზაზე ყურებით,
საფეხურები...
...მაფიქრებს მუდამ
თორმეტტაეპა დროის სონეტი,
რა რთულია და რა უბრალო,
გერქვას პოეტი...