შენ ამ ქალაქის არა ხარ კაცი.
შენ არ ხარ კაცი არა ქალაქის.
ჯობს, მარტოობის მიენდო ქარცივს,
ჯაგნარში კალთით აგროვო ანწლი
და მერე სევდის ღამე გალოკო.
აქ შენი ტომი სიცოცხლით ძღება,
მიფიცხებული ყოფის სამოთხეს.
სანუკვარ წამთა ნუ ელი ცხვება,
ობლისთვის კვერი ნაცრისა ცხვება,
როგორც არ უნდა კარგად გამოცხვეს.
აქ სიყვარულიც შენი ყალბია -
თავწაგლეჯილი მამლის ყივილი.
თუმცა კი ეტრფი თევზისკაბიანს -
ცას მქრალი მთვარეც თუ არ აბია,
ღამისფერია ღამით ყოველი.
და თუ ეგ ღამე მხოლოდ შენ გაწვიმს,
გაწვიმოს სადმე განმარტოებით.
შენ ამ ქალაქის არა ხარ კაცი.
შენ ამ დროების არა ხარ კაცი.
შენ არ ხარ კაცი არა დროების.
შენ არ ხარ კაცი არა ქალაქის.
ჯობს, მარტოობის მიენდო ქარცივს,
ჯაგნარში კალთით აგროვო ანწლი
და მერე სევდის ღამე გალოკო.
აქ შენი ტომი სიცოცხლით ძღება,
მიფიცხებული ყოფის სამოთხეს.
სანუკვარ წამთა ნუ ელი ცხვება,
ობლისთვის კვერი ნაცრისა ცხვება,
როგორც არ უნდა კარგად გამოცხვეს.
აქ სიყვარულიც შენი ყალბია -
თავწაგლეჯილი მამლის ყივილი.
თუმცა კი ეტრფი თევზისკაბიანს -
ცას მქრალი მთვარეც თუ არ აბია,
ღამისფერია ღამით ყოველი.
და თუ ეგ ღამე მხოლოდ შენ გაწვიმს,
გაწვიმოს სადმე განმარტოებით.
შენ ამ ქალაქის არა ხარ კაცი.
შენ ამ დროების არა ხარ კაცი.
შენ არ ხარ კაცი არა დროების.