Litclub.ge

*** "იღვიძებს ხნულში გამთბარი თესლი"
იღვიძებს ხნულში გამთბარი თესლი
და ვხედავ, როგორ იზრდება ყანა,
არათუ ვხედავ, არამედ მესმის, --
თითქოს მთებიდან ბრუნდება ფარა.

მისჩერებია ცას სველი ღალღა,
ჰაერში თრთიან ლანდები ხეთა, 
ვიღაცა მღერის მდინარის გაღმა,
რა კარგად მღერის... ვინ მღერის ნეტავ?!
1954წ