Litclub.ge

*** "ახლა დღეა გრძელი"
ახლა დღეა გრძელი
და ძნელია ლოდინი
ზღვის ნაპირი ცხელი
მთენთავს როგორც ლოგინი

მდუმარე ვარ ისე
თითქოს წარღვნას გადავრჩი
და ტკაცუნობს სიცხე 
გარინდებულ ბალახში.
1955წ