თურმე ტყუილად დავაპე შეშა,
თურმე ტყუილად დავანთე ცეცხლი
აუხდენელი ოცნება შემრჩა,
როგორც ძვლ ბუდეს - ბუმბული მერცხლის.
როგორც მოვიდა, ისევე წავა,
უცაბედია წვიმაც და ქარიც.
ისევე წავა... თითქოს მახსენებს
შენს წასვლას ჩუმად ჭრიალებს კარი...
და იკლაკნება ბუხარში ბოლი,
თითქოს იხრჩობა და შველას ითხოვს...
ჯერ არ ყოფილხარ შენ ასე შორი...
ყოველთვის შორი იყავი თითქოს.
1955წ