Litclub.ge
*** "მე დავინახე"
მე დავინახე: იმტვრევდა ხელებს,
მე გავიგონე: ქარო, კეთილო…
და უსაშველო ლოდინის მერე
გემმა ცის ახლოს დასვა წერტილი.
მე დავინახე და გავიგონე,
მე გამიხარდა და გული დამწყდა, –
ვინ იცის, უკვე აღარც მიგონებს,
ვინ იცის, რომელ ნავსადგურს გასცდა.
1955წ